ერთი კავკასია 2022- ის შესახებ

მოგმართავთ ყველას მსოფლიოს მასშტაბით, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, შეუერთდით ერთი კავკასიის ფესტივალის განსაკუთრებულ გამოშვებას, რომელიც გაიმართება 25 აგვისტოდან 28 აგვისტომდე წერაქვში (თბილისიდან 1,5 სთ-ის საავტომობილო გზაზე), სადაც ახალგაზრდები მთელი რეგიონიდან ხვდებიან ერთმანეთს უსაფრთხო და შთამაგონებელ გარემოში.

წლევანდელი ფესტივალი მიძღვნილია უკრაინისადმი, მათ მხარდასაჭერად, ვინც თავისუფლებისა და მშვიდობისათვის იბრძვის ყოველი ჩვენგანის სახელით, ყოველწუთიერად. for all of us right now.

ერთი კავკასია არის ყველაზე დიდი ხარჯებისგან თავისუფალი ინტერდისციპლინარული ფესტივალი საქართველოში.

2014 წლიდან მოყოლებული ათასობით მუსიკოსი მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან- მათ შორის იყვნენ, მუსიკოსი მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან- მათ შორის იყვნენ, ჰანთერტონი (აშშ-დან), თამადა (საქართველოდან), დიჰაჯი (აზერბაიჯანიდან), ნემრა (სომხეთიდან), ჩვენებურები (საქართველოდან), ვოლოსი (პოლონეთიდან), რეგეონი (საქართველოდან) და უამრავი სხვა.

წელს ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინელი მუსიკოსები, რეჟისორები, ვიზუალური არტისტები და არქიტექტორები, რათა შევქმნათ მუსიკა, ხელოვნება და ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ცვლილებებს, არტისტებთან ერთად, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვა წერტილებიდან.

ფესტივალის განმავლობაში ჩვენ მოვაწყობთ უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო აქციას. თითოეული შემოწირული ევრო, დოლარი და ლარი პიდაპირ გადაირიცხება უკრაინელების დამცველებთან მათი საჭიროებებისათვის!

ერთი კავკასია ზონა

ერთი კავკასიის ზონა შექმნილი და კონსტრუირებულია პროფესიონალი არქიტექტორებისა და არქიტექტურის სტუდენტების მიერ მთელი მსოფლიოდან. ეს უნიკალური საფესტივალო სივრცეა, რომლის თანაშემქნელებიც არიან არიტექტორები, დიზანერები და ვიზუალური არტისტები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად. ცნობილი როგორც ,,ჩვენი ოცნებების არასრულყოფილი ქალაქი’’, ფესტივალი მოიცავს უამრავ პროგრამას ინტერდისციპლინური აქტივობებით, რომლებიც იმართება სივრცეში არაფორმალური კინოთეატრით, საბავშვო სივრცით, ბაზრით, საინფორმაციო პუნქტით, კემპინგის ზონით და სხვა.

ლაინაფი

აქ თქვენ მოისმენთ ყველა ტიპის ჟღერადობისა და მუსიკალური სტილის ნარევს, დარწმუნებული იყავით, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ საქართველოში ამ წელს.

მუსიკოსები ჯგუფდებიან საერთო რეპეტიციებისა და კონცერტებისათვის. ამ რეპეტიციების შედეგად იქმნება საუკეთესო ახალი პროექტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ერთი კავკასიის აუდიტორიის წინაშე, მთავარ სცენაზე, წელს პირველად. 

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთვის არტისტთა სახელების გამჟღავნებას! გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს გვერდს სოციალურ მედიაში სიახლეებისათვის!

როგორ მოვხვდე ფესტივალზე

ავტომობილით

წერაქვში ავტომობილით მოსახვედრად უნდა გაიაროთ მარნეული-სადახლოს გზა (თბილისი-ერევნის მარშტრუტი). თუკი მიემგზავრებით თბილისიდან, შეუხვიეთ მარჯვნივ შულავერისკენ. წერაქვი მდებარეობს 72 კმ-ში თბილისიდან (1 საათი და 20-30 წუთის სავალზე ავტომობილით თბილისიდან).

 

ველოსიპედით

თუკი გსურთ ფესტივალზე მოხვედრა ველოსიპედით- შეისწავლეთ პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუ როგორ იმგზავროთ ველოსიპედით კავკასიის ქვეყნებში..

განთავსება

სოფელი წერაქვი და ერთი კავკასიის ფესტივალი გთავაზობთ უსასყიდლო საბანაკო მოედანს ფესტივალის ლოკაციაზე.

აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ იქირავოთ ოთახი წერაქვში, ან დაბინავდეთ სასტუმროში მარნეულში, ან თბილისში.

ka_GEGeorgian

Join the Facebook event!

Check out our Facebook event, join and stay updated!