სტატია ასახავს ერთი პირის ისტორიას, თუმცა, სინამდვილეში, ის ბევრი ჩვენგანის სათქმელს ყვება.
უახლესი ფილმი, რომელიც ასახავს ფესტივალს ,,ერთი კავკასია”, არის ერთგვარი მოსაწვევი დროსა და სივრცეში სამოგზაუროდ, ის გვიჩვენებს, რომ ფესტივალი ბევრად მეტია, ვიდრე წარმოდგენები ფესტივალების შესახებ, მოხტუნავე მყვირალა ახალგაზრდებით, რომლებიც სიყვარულს უხსნიან-ხოლმე სცენაზე მდგომი ბენდის სოლისტებს.
ჩვენი გმირის სახელია დიჯეი, ის ამერიკელი მუსიკოსი,რეპერი და პოეტია, 2020 წელს კოვიდ პანდემიის პერიოდში ის საქართველოში იმყოფებოდა და მეორედ დაესწრო (შემოესწრო) ,,ერთი კავკასიის” ფესტივალს.
მისი ხმა გვაბრუნებს იმ დროში, როდესაც ჩვენი ბებია-ბაბუები გვიყვებოდნენ-ხოლმე ზღაპრებს, როცა ჩვენი ფანტაზია დაუბრკოლებლად გვამოგზაურებდა სინათლის სისწრაფით მთელ მსოფლიოში.
ჯერ არ გამოგიცდია ,,ერთი კავკასია”? არ იდარდო, აქაა პატარა მინიშნება.