ყველა მოხალისე და კოორდინატორი უკვე შეხვდა ერთმანეთს რომ დაიწყოს სამზადისი ფესტივალისთვის. ჩვენ გავიყოფით 4 მთავარ გუნდად:
- მშენებელთა/არქიტექტორთა გუნდი - ამ გუნდის მთავარი დავალებაა მოაწყონ ერთი კავკასიის ზონა, სადაც შენ ფესტივალის განმავლობაში გაატარებ დროს. ისინი ააშენებენ ჯიხურებს, კინო-თეატრს, საკარვე ადგილს და სხვა საჭირო შენობას.
- სამუშაო გუნდი - ამ გუნდს ევალება მოამზადოს ყველა პატარა აქტივობა და იმუშაონ ადგილობრივ საზოგადოებასთან.
- მუსიკის გუნდი - უბრალოდ, ისინი უნდა დაუკავშირდნენ მუსიკოსებს რათა დაგეგმონ ლაინაფი, შეიძლება მარტივად ჟღერს თუმცა, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია.
- მარკეტინგის გუნდი - ყველაზე პატარა გუნდი. ეს გუნდი ამზადებს ყველა პოსტერს, გრაფიკულ დიზაინს და ამ ტექსტსაც კი.
პირველ დღეს გვქონდა ჩვენ შესაძლებლობა შევხვედროდით და გაგვეცნო ერთმანეთი. ახლა კი ვმუშაობთ 24/7- ზე რომ გავაკეთოთ საუკეთესო ფესტივალი რაც კი ოდესმე გინახავს!
