Workshop in a local village

One Caucasus არ შემოიფარგლება მხოლოდ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამხატვრო აქტივობით, არამედ აქცენტირებულია დამატებითი ღირებულების შექმნაზე ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ამიტომაც ვაორგანიზებთ ინტერდისციპლინურ ვორქშოპებს ბავშვებისთვის.

ხუთშაბათს სოფელ იმირში იყო გრძელი და ცხელი დღე. ამ დღეს დასრულდა სამ დღიანი ვორქშოპი. 40-ზე მეტი ბავშვი და მათი მშობლები მოვიდნენ მზისგან გადამწვარ მინდორზე. ისინი ძალიან იყვნენ დაინტერესებული აქტივობით.

შემოქმედებითი აქტივობის ფარგლებში ჩვენ გვინდოდა ყურადღება მიგვეპყრო ყოველდღიური გარემოსკენ და გვეპოვა იდენტობა ამ გარემოში. შერჩეული თემა გახლდათ "ცა", რომელსაც ყოველ დღე ვხედავთ. 

ცა შესაძლოა იყოს ჩვეულებრივი რამ, მაგრამ ის სრულებით განსხვავებულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ცის გარდასახვა ჰორიზონტზე მზის მოძრაობის პარალელურად საოცარია. ჩვენ ვამჩნევთ ამ ცვლილებებს: როდესაც ფერი, სინათლე, ღრუბლები - იცვლება. ეს უბრალო, თუმცა არაორდინალური სანახაობაა.

ჩვენ დავავალეთ ბავშვებს შეექმნათ ნახატები, კარტოფილის ბეჭდები და საღებავის 3 ფერი. ბავშვები ჩაერთვნენ პროცესში ძალიან სწრაფად და მხიარულად.

ბავშვების მიდგომა და მათი ნახატები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. რამაც გაგვაკვირვა ისაა, რომ ბევრმა ბავშვმა დახატა საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დროშა. ეს არის რასაც ბავშვების უმეტესობა ასოცირებს ცასთან, რადგან დროშას ხედავენ ცის ფონზე. .

ვორქშოპი გაგრძელდა მიახლოებით საათნახევარი და დასრულდა ფიზიკური თამაშებითა და ცეკვით.

ამ აქტივობამ მოახდინა ადგილობრივი საზოგადოების გაერთიანება და შეიტანა სიცოცხლე სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლოა, ამან მისცა ადგილობრივებს შესაძლებლობა დაეფასებინათ ბუნების განსაკუთრებულობა. ჩვენ ასე ვფიქქრობთ.

Facebook
Twitter
ka_GEGeorgian

Join the Facebook event!

Check out our Facebook event, join and stay updated!